აშშ-ის საელჩო - პატრიარქი და აშშ-ის დელეგაცია შეთანხმდნენ, რომ რელიგიური თავისუფლების საკითხებში ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის საელჩო - პატრიარქი და აშშ-ის დელეგაცია შეთანხმდნენ, რომ რელიგიური თავისუფლების საკითხებში ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის საელჩო ამერიკის დელეგაციისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

"პატრიარქი და დელეგაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ უმცირესობის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დიალოგის პროცესში ძალადობის ადგილი არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

დელეგაცია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, თომას მელია ხელმძღვანელობს, ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო.