არასწორად გაცემული პენსია ლეგალიზაციას დაექვემდებარება

არასწორად გაცემული პენსია ლეგალიზაციას დაექვემდებარება

მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად, არასწორად გაცემული პენსია, მათ შორის საპენსიო დანამატი, ლეგალიზაციას დაექვემდებარება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა, თუმცა წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ინიციატივას უკუძალა არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ამოქმედებამდე უკვე დაქვითული პენსია პენსიონერებს უკან არ დაუბრუნდება.

კანონის თანახმად, თუკი პირი სახელმწიფო პენსიის მიღების პარალელურად საჯარო საქმიანობას ახორციელებს, მის მიერ პენსიის სახით მიღებული თანხა დაქვეთას ექვემდებარება. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, პენსია 3 148 პენსიონერს ექვითება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა თვეში 395 610 ლარს შეადგენს.

ამასთან, პროექტით ახლებურად და უფრო მკაფიოდ ყალიბდება "საჯარო საქმიანობის" განმარტება, რაც თავის მხრივ, საჯარო საქმიანობის განმახორცილებელ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის ადმინისტრირებასთან არის დაკავშირებული.