პატრიარქი ტომას მელიას ხვდება

პატრიარქი ტომას მელიას ხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიას თანხმლებ პირებთან ერთად ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.შეხვედრის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა სიხარული გამოთქვა მათი სტუმრობის გამო, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის. პატრიარქმა, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო.
"მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამერიკის დახმარებას. დღეს არის 11 სექტემბერი, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას გარდაცვლილთა გამო", -აღნიშნა პატრიარქმა. მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი ომის გარეშე მოგვარდება.

უწმინდესმა საქართველოს ეკლესიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძველესია მსოფლიოში. პატრიარქის თქმით, საქართველოში მართლმადიდებლობა IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

საპატრიარქოში მყოფმა ამერიკელმა სტუმრებმა, უწმინდესის "ავე მარია" მოისმინეს. საგალობელის მოსმენადმე კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს საგალობელი 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ პატრიარქს გადასცა ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და სახელმწიფო მდივნისგან მოკითხვა გადაუხადა.

პატრიარქთან შეხვედრას საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრება.