პარლამენტი ბანკებისთვის საგადახდო ბიზნესის წარმოების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

პარლამენტი ბანკებისთვის საგადახდო ბიზნესის წარმოების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

სწრაფი გადახდების ბიზნესი პარლამეტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას გეგმავს. როგორც სწრაფი გადახდის კომპანიების ადვოკატი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, სამთავრობო უწყებების და პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ ერთობლივ განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, სწრაფი გადახდის ბიზნესი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტში დამოუკიდებლად შეიტანს. ადვოკატის განმარტებით, საუბარია საბანკო სექტორისთვის საგადახდო ბიზნესის წარმოების შეზღუდვაზე, რომელიც კანონპროექტის სახით დასარეგისტრირებლად პარლამეტში სავარაუდოდ 2 კვირაში შევა.

ცნობისთვის: სწრაფი გადახდის აპარატები ბიზნესის მიტაცებაში ბრალს ,,საქართველოს ბანკს’’ სდებენ. საუბარია მობილური ოპერატორების საკომისიოს გარეშე მომსახურეობასა და „მეტრომანზე“ ექსკლუზიურ უფლებაზე, რაც სწრაფი გადახდის ბიზნესის განცხადებით, კონკურენტი კომპანიების გაკოტრებას და კონკურენციის შეზღუდვის მიზანს ემსახურება.