ექიმის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება

ექიმის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება

ჯოენის კლინიკის ექიმის გრიგოლ ხურციძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს, დამატებითი კვლევების ჩატარება სჭირდება. ამის შესახებ ხურციძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს დამატებით სჭირდება მაგნიტორეზონანსული გამოკვლების ჩატარება, ხერხემლის გამოსაკვლევად, რადგან მას აღენიშნება კისრის არეში ტკივილი და პაციენტს ბავშობიდანვე აწუხებს სქოლიოზი. ხურციძის ინფორმაციით, წონის კლების გამო აუცილებელია კომპიტერული ტომოგრაფიის გაკეთება მუცლის ღრუს არეში და დამატებითი ტესტი.
ჯოენის კლინიკის ექიმის თქმით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე, ის სტაციონარში გადაყვანას არ საჭიროებს. თუმცა ექიმმა დასძინა, რომ მას რომ ასეთი პაციენტი ჰყავდეს, მის გამოკვლევებს არაუგვიანეს ერთი- ორი კვირის ფარგლებში დაამთავრებდა.

ხურციძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვერ დააკონკრეტა თუ როდის ჩაუტარდება მერაბიშვილს აღნიშნული გამოკველევები. ამასთან, ხურციძემ დასძინა, რომ წონის მასშტაბური კლება, სამი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. კერძოდ, ქრონიკული ინფექციებით, მაგალითად ტუბერკულოზით, ასევე სიმსივნური დაავადებებით, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიით.

პრესკონფერენციაზე, ხურციძემ დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით საპატიმროში იმყოფებოდა და კონსულტაცია გაუწია ვანო მემრაბიშვილს. მასთან ერთად იყო ორი ექიმი, ასევე კარდიოლოგი. ექიმებმა პაციენტი ადგილზე გასინჯეს და შედგა კონსილიუმი. პატიმარს აღმოაჩნდა იშვიათი ტიპის არითმია, ხერხემლის პრობლემა.

როგორც ვანო მერაბიშვილის ახლობლები აცხადებდნენ, ყოფილმა პრემიერმა 22 კილოგრამი დაიკლო.