საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი დაიკარგა

საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი დაიკარგა

საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი – ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი – დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ.

როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა. თუმცა, უკვე მეოთხე დღეა რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული.

როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია "ლიზა ალერტის" ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული. მათივე განცხადებით, ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ვიკა ბუშაევასა და ანდრეი სიდოროვზე, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ უფასო ნომერზე: 8 800 700 54 52.