რუსი ექსპერტები მესამე ვიზიტისას 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ

რუსი ექსპერტები მესამე ვიზიტისას 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ

"როსპოტრებნადზორის" ექსპერტები მესამე ვიზიტის ფარგლებში 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა , ლევან დავითაშვილმა განუცხადა, მათ შორის არიან მინერალური წყლის ხუთი მწარმოებელი, ასევე ღვინის, სპირტის და ლუდის მწარმოებელი კომპანიები.

"როსპოტრებნადზორის" ექსპერტებს თბილისში 16 სექტემბრისთვის ელოდებიან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში რუსი სპეციალისტები ქართულ კომპანიებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით - რაჭაში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში შეამოწმებენ.

"როსპოტრებნადზორის" ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე დაშვებულია ალკოჰოლური სასმელის 65 მწარმოებელი და მინერალური წყლის დამამზადებელი ოთხი კომპანია.