ირანის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ირანის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი იმედოვნებს, რომ ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnimnews ავრცელებს.

"იმედს გამოვთქვამ, გავხდებით მოწმენი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული", - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის წერილში.

როგორც ირანული სააგენტო იუწყება, ჰასან როჰანის წერილი პასუხია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაზე, რომელიც მან ირანის ახალარჩეულ პრეზიდენტს გაუგზავნა.