FLY GEORGIA-მ რეისი 24-საათიანი დაგვიანებით შეასრულა

FLY GEORGIA-მ რეისი 24-საათიანი დაგვიანებით შეასრულა

ავიაკომპანია FLY GEORGIA –მ რეისი თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით 24-საათიანი დაგვიანებით შეასრულა. ფრენების დრო ორჯერ შეიცვალა. მგზავრები ავიაკომპანიის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათ ავიაკომპანია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. ამის თაობაზე ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ავიაკომპანიაში განცხადება გუშინ დღის ბოლოს გააკეთეს და რეისის გადადება თბილისში გამართულ ავიაშოუს დაუკავშირეს. FLY GEORGIA- ს პრესასთან ურთიერთობის მენენჯერის ტანაის ჰოსეინბურის განცხადებით რეისის გადადება ავიაკომპანიისგან დამუკიდებელი მიზეზით მოხდა.

"გვინდა ბოდიში მოვიხადოთ რეისის გადადების გამო. თავდაცვის სამინისტრომ ავიაშოუ მოაწყო, რომელიც საღამოს შვიდის ნახევრამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ჩვენ ვერ მოვახერხეთ რეისის შესრულება, რადგან დიუსელდორფის აეროპორტი ადრე იხურება. ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ყველა მგზავრი დავაკმაყოფილეთ ღამის გასათევით. იმედი მაქვს ეს ფაქტი ჩვენს მგზავრებს არასწორ შთაბეჭდილებას არ შეუქმნის, რადგან რეისის გადადება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა", - განაცხადა ტანაის ჰოსეინბურმა.

თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ავიაშოუს გამო საჰარეო სივრცე 4-ის ნახევრიდან მხოლოდ სამი საათით ჩაიკეტა და ამის შესახებ საჰაერო ნავიგაცია რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავიაშოუს არც ერთი რეისისთვის ხელი არ შეუშლია.