მოქალაქეები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქციას გამართავენ

მოქალაქეები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქციას გამართავენ

ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინთან, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, დღეს მოქალაქეები მოჭრილი ხეების ადგილზე ნერგებს დარგავენ. აქციის ორგანიზატორია მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გახსნილი აქვს გვერდი - "პარტიზანული მებაღეობა".

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ განუცხადა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ბოლო დღეებში უკანონოდ, ღამღამობით, რამდენიმე მრავალწლიანი ხე მოჭრეს.

აქციის მონაწილეები მოჭრილი ხეების ადგილზე ახალ ნერგებს დარგავენ და ხეების უკანონოდ ჭრას ამ სახით გააპროტესტებენ.

მისივე განმარტებით, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა ხეების მოჭრისას საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ხის მჭრელები გაიქცნენ.