მიკსუ პაატელაინენი - საქართველოს ნაკრები საკმაოდ მაღალი ხარისხის გუნდია

მიკსუ პაატელაინენი - საქართველოს ნაკრები საკმაოდ მაღალი ხარისხის გუნდია

ფინეთის ეროვნული საფეხბურო ნაკრების მთვარი მწვრთნელის შეფასებით, საქართველოს ნაკრები საკმაოდ მაღალი ხარისხის გუნდია. როგორც მიკსუ პაატელაინენმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღევანდელი თამაში ფინეთისთვის რთული იქნება.

"საქართველო საკმაოდ მაღალი ხარისხის გუნდია და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის დაცვის ხაზი ჰყავს და ეს გამოჩნდა საფრანგეთთან თამაშის დროს. რთულია, რომ ასეთი დაცვითი ტაქტიკით მთელი თამაში გამართულად ითამაშო. ერთ-ერთი საუკეთესოა მეკარე საქართველოს ნაკრებში, რომელიც ვიცით, რომ ხვალ არ იქნება, თუმცა ისიც ვიცით, რომ მისი შემცვლელი ძლიერია. ასევე კარგი გუნდია ინდივიდუალური მოთამაშეების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ხვალ რთული თამაში გველის", - აღნიშნა გუშინ ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მისივე თქმით, გუნდი ორიენტირებული იქნება დაცვით თამაშზე. "მე არ ვაპირებ მხოლოდ დაცვითი ტაქტიკა ავირჩიოთ, თუმცა გუნდის ძირითადი თამაში მაინც დაცვითი იქნება. ხვალ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა", - განაცხადა პაატელაინენმა. მისივე თქმით, დაცვითი ტაქტიკა მთავარი იქნება, თუმცა ფინეთის ნაკრებმა კარგად იცის, რომ მის გუნდს გოლი აქვს გასატანი.