ჯონ ქერი - თუ ბაშარ ალ-ასადი ქიმიურ იარაღს ჩააბარებს, სირია სამხედრო ინტერვენციას აიცილებს

ჯონ ქერი - თუ ბაშარ ალ-ასადი ქიმიურ იარაღს ჩააბარებს, სირია სამხედრო ინტერვენციას აიცილებს

თუ ბაშარ ალ-ასადი ქიმიურ იარაღს ჩააბარებს, სირია სამხედრო ინტერვენციას აიცილებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ლონდონში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მას შეუძლია მომავალ კვირას საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააბაროს ქიმიური იარაღი, მაგრამ ის არ აპირებს ამის გაკეთებას", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ლონდონში ჯონ ქერი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს შეხვდა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას სირიაში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის პარლამენტმა აშშ-ის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. "დიდი ბრიტანეთი განაგრძობს აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობას სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში", - აღნიშნა ჰეიგელმა.

ლონდონში გამართულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მოსკოვში სირიის საკითხზე შეხვედრა გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა სირიელმა კოლეგა ვალიდ ალ მუსალემმა.

"მიუხედავად ამ დროისთვის არსებული მდგომარეობიდან, მეც და ჩემი სირიელი პარტნიორებიც დარწმუნებული ვართ, რომ კვლავ არსებობს პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების შესაძლებლობა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.