1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე პარტიებმა 2 372 907.59 ლარის შემოწირულობა მიიღეს

1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე პარტიებმა 2 372 907.59 ლარის შემოწირულობა მიიღეს

2013 წლის 1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში პარტიებისთვის 2 372 907.59 ლარის შემოწირულობა განხორციელდა. 
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წინასაარჩევნო კამპანიის ორთვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასეთია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 1 456 560.99 ლარი; "თავისუფალი დემოკრატები" - 315 077.59 ლარი; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 223,873.00 ლარი; "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" – 148 920.00 ლარი; "ეროვნული ფორუმი" – 141 136.41 ლარი; "საქართველოს კონსერვატიული პარტია" – 79 995.00; ხოლო სხვა პარტიები – 7 344.60 ლარი. 

მონიტორინგის სამსახური შემოწირულობების შესასწავლად და შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის სასამართლო წესით გამოსათხოვად მასალებს ამზადებს.