ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძე საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს

ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძე საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მამუკა ბახტაძე განიხილოს.
ამის შესახებ ესტონეთში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, განიხილება თუა არა "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე.

"თქვენ კარგად მიკარნახეთ. კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამ თემას გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც. მისი თქმით, პრემიერის კანდიდატურაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ბახტაძეს, პეტრიაშვილის განცხადებით, ის მას არ იცნობს, თუმცა სმენია, რომ რა საქმიანობასაც ის რკინიგზაში ეწევა, დადებითად აფასებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი.