თავდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკის რუსული ტექნიკით ჩანაცვლება ხდება

თავდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკის რუსული ტექნიკით ჩანაცვლება ხდება

დარწმუნებული იყოს პრეზიდენტი, რომ ჩვენი ამოცანაა, გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება, ტექნიკა და მათ შორის საფრენი აპარატები , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ალასანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება თანამედროვე სამხედრო ტექნიკის რუსული ტექნიკით ჩანაცვლება.

"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ჩვენ ვავითარებთ თავდაცვის შესაძლებობს და დარწმუნებული იყოს როგორც პრეზიდენტი, ისე თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენი ამოცანაა, გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება, ჩვენი ტექნიკა, მათ შორის საფრენი აპარატები", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.