31-ე საავიაციო ქარხანა დღეიდან ალექსანდრე ქართველიშვილის სახელს ატარებს

31-ე საავიაციო ქარხანა დღეიდან ალექსანდრე ქართველიშვილის სახელს ატარებს

31-ე საავიაციო ქარხანა დღეიდან ალექსანდრე ქართველიშვილის სახელს ატარებს. ოფიციალური ღონისძიება უკვე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია , გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ოფიციალური გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა საავიაციო ქარხნის აეროდრომზე გადაინაცვლეს, სადაც 16.00 საათისთვის ავიაშოუს გამართვა იგეგმება.