თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე განმარტებას აკეთებს

თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე განმარტებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი ვანო მერაბიშვილის საქმეზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა, ამაზე პასუხი მართლმსაჯულების მესვეურმა უნდა გასცეს.

წულუკიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების თემას არ განეკუთვნება.

"ეს არის მართლმსაჯულების და სასამართლო ხელისუფლების თემა. თუკი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე არაუფლებამოსილი იყო, ამაზე გასაჩივრების შემთხვევაში ევროპული სასამართლო იმსჯელებს", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს.

დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.