მოსკოვის მერის არჩევნებში ხმათა 51,37%-ით სერგეი სობიანინი იმარჯვებს, რომელიც ამ დრომდე მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხმათა 27,24%-ით მეორე ადგილზეა ალექსეი ნავალნი.
"კომუნისტმა" ივან მელნიკოვმა 10,69%-ი მიიღო, "იაბლოკოს" ლიდერმა სერგეი მიტროხინმა – 3,51%, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან" მიხეილ დეგტიარევმა – 2,86%, "სპრავედლივაია რასიას" კანდიდატმა ნიკოლაი ლევიჩევმა კი – 2,79%.
მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 32,07% შეადგინა.
"წინასწარი შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური არ ჩატარდება", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ვალენტინ გორბუნოვმა.
ალექსეი ნავალნის შტაბი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ანულირებას ითხოვს.
"მიგვაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს", - აცხადებს ნავალნი.
სერგეი სობიანინმა კი ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
მოსკოვში მერის არჩევნებში გუშინ გაიმართა.