რუსეთის ბაზარზე ქართული დაფნის შეტანა დაიწყო

რუსეთის ბაზარზე ქართული დაფნის შეტანა დაიწყო

ღვინის და მინერალური წყლის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის შეტანა დაიწყო. „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთში ქართული დაფნის პირველი პარტია სატრანსპორტო კომპანია „მინტრანსმა“ შეიტანა, თუმცა თავად დაფნის მწარმოებელი კომპანია ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ: 7–წლიანი ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდა. აგრარული პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად რუსული დელეგაცია თბილისში აგვისტოში იმყოფებოდა.