მთავრობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღების ზუსტ დროს ისევ ვერ ასახელებს

მთავრობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღების ზუსტ დროს ისევ ვერ ასახელებს

საქართველოს მთავრობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღების ზუსტ დროს ისევ ვერ ასახელებს.

ხელისუფლებამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება საშემოდგომო სესიისთვის გადადო. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ კონსულტაციები ბიზნესთან გრძელდება და უახლოეს დღეებში სამინისტრო მათთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

ცნობისთვის: ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სხვა საკითხებთან ერთად ერთი ინვესტორის მიერ სადაზღვევო, ფარმაცევტული და ჰოსპიტალური ბიზნესის ფლობის საკითხსაც დაარეგულირებს.