ბიძინა ივანიშვილს მთავრობის თავმჯდომარის საკითხი

ბიძინა ივანიშვილს მთავრობის თავმჯდომარის საკითხი "თითქმის გადაწყვეტილი" აქვს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი შემცვლელის საკითხი "თითქმის გადაწყვეტილი" აქვს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და გადაწყვეტილება პარტნიორებს უნდა შეუთანხმოს.

"ჯერ ადრეა. მე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ეს პარტნიორებს უნდა შევუთანხმო. მე, ერთი კაცი არ გადავწყვეტ ამას, ჩემი ეს ვარიანტი პოლიტიკურ საბჭოსაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც უნდა შევუთანხმო. ასეთ შემთხვევაში და უფრო გვიან, როდესაც დავიწყებ შეთანხმებას, საზოგადოებაც გაიგებს", - განმარტავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ახლა ძირითადი აქცენტები საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გადავიტანოთ და არა იმაზე, ვინ იქნება მომავალი პრემიერი.