თბილისში დღეს ავია-შოუ მოეწყობა

თბილისში დღეს ავია-შოუ მოეწყობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გეგმავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველად დაგეგმილია ავია-შოუს მოწყობა. ღონისძიებისათვის მზადების ფარგლებში, თბილისში, ისან-სამგორის რაიონის თავზე ფრენებს ახორციელებდნენ Су-25 და L-39 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც შოუს განმავლობაში სხვადასხვა სახის საავიაციო ილეთებს ასრულებდნენ.

გუშინ, 11:00-15:00 საათებში, ავია-შოუსთან დაკავშირებით გაიმართა გენერალური რეპეტიცია. ფრენები განხორციელდა მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან.