ბათუმში მყვინთავები 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ბათუმში მყვინთავები 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ბათუმის აკვაპარკის მოპირდაპირედ ზღვაში მყვინთავები 28 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცს ეძებენ. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ზღვაში შესულ რამდენიმე ადამიანს დახმარება ესაჭიროებოდა.

მისივე თქმით, მაშველებმა სომხეთის ორი მოქალაქე, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, რომელთაგან ქალბატონმა აღნიშნა, რომ მათთან ერთად ზღვაში მისი მეუღლეც იყოფებოდა.

სამაშველო სამსახური სამი საათია აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. სომეხი ეროვნების ცოლ-ქმარი და ქმრის ბიძაშვილი ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.