ქობულეთში დაკარგული 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში დაკარგული 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, სანაპიროდან 70 მეტრში, მყვინთავებმა გუშინ დაკარგული 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ განუცხადა, ცხედარი ამოცნობილია და ექსპერტიზა უტარდება.

16 წლის სომხეთის მოქალაქე აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის მოპირდაპირე პლაჟიდან გუშინ 18:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. მოზარდის მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი პლაჟზე იპოვეს, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

16 წლის ახალგაზრდა მოჭიდავე იყო და ქობულეთში სომხეთის ქალაქ ალავერდიდან სპორტსმენების ჯგუფთან ერთად, დამეგობრებული ქალაქების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.