გუშინ მუსიკალურმა გამოცემებმა “Rolling Stone” და “New Musical Express” გამოაქვეყნეს 2011 წლის საუკეთესო ალბომებისა და კომპოზიციების ჩამონათვალი.
ამერიკული ჟურნალის ვერსიით, მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომი ბრიტანელი მომღერალი ადელის “21”-ია. მეორე პოზიცია რეპერების Jay-Z-ისა და კენი უესტის ერთობლივმა ნამუშევარმა “Watch The Throne” დაიკავა. საპატიო მესამე ადგილზე პოლ საიმონის ალბომი “So Beautiful Or So What” გავიდა.
საუკეთესო ალბომების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. ადელი – “21”
2. Jay-Z და კენი უესტი – “Watch The Throne”
3. პოლ საიმონი – “So Beautiful Or So What”
4. Fleet Foxes – “Helplessness Blues"
5. Radiohead - “The King Of Limbs”
6. ლედი გაგა – “Born This Way”
7. The Decemberists – “The King Is Dead”
8. Wilco – “The Whole Love”
9. Wild Flag – “Wild Flag”
10. რობი რობერტსონი – “How To Become Clairvoyant”
საუკეთესო კომპოზიციების ჩამონათვალის სათავეში ადელის “Rolling In The Deep” მოექცა. მეორე Jay-Z-სა და კენი უესტის კომპოზიცია “Niggas In Paris” გავიდა. მესამე პოზიცია ბრიტნი სპირსის “Till The World Ends”-მა დაიკავა.
პირველ ათეულში შემდეგი კომპოზიციები მოხვდნენ.
1. ადელი – “Rolling In The Deep”
2. Jay-Z და კენი უესტი – “Niggas In Paris”
3. ბრიტნი სპირსი – “Till The World Ends”
4. Foo Fighters – “These Days”
5. პოლ საიმონი – “Rewrite”
6. Radiohead – “Lotus Flowere”
7. ლედი გაგა – “The Edge Of Glory”
8. ბეიონსე – “Countdown”
9. ლილ უეინი – “Six Foot Seven Foot”
10. The Decemberists – “Don't Carry It All”
საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა გამოცემამ “New Musical Express”. ამ ჟურნალის თანამშრომლების აზრით, მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომია მომღერალი პი ჯეი ჰარვის ნამუშევარი “Let England Shake”. მეორე ადგილზე Metronomy-ს ალბომი “The English Riviera” გავიდა, მესამეზე კი The Horrors-ის ნამუშევარი “Skying”.
“NME”-ს მტკიცებით წლის საუკეთესო კომპოზიცია ლანა დელ რეის “Video Games” გახლავთ. მეორე საფეხური ტაილერ ოკონმას “Yonkers”-მა დაიკავა, მესამეზე კი The Horrors-ის “Still Life” გავიდა.
.