კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლი მთავრობისა და პრემიერის კომპეტენციაში გადადის

კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლი მთავრობისა და პრემიერის კომპეტენციაში გადადის

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესს პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა განსაზღვრავს. ამასთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული ხდება, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ანგარიში პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს. 

ამას პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე განიხილეს, ერთ-ერთია იმ კანონთა შორის, რომლის ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება და უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, კონტრაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეცსამსახურის კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეკისრება.