სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. ამის შესახებ ეგვიპტეში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, შეთანხმება 18-ვე ქართველთან მიღწეულია.

"რეისი იქნება ბეირუთი-სტამბოლი-თბილისი. სტამბოლში მათ ჩვენი გენერალური საკონსულოს წარმომადგელები დახვდებიან და დახმარებას გაუწევენ", - განაცხადა ძულიაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველების დასაბრუნებლად საჭირო ფინანსები ქართულმა მხარე გამოყო.