გორის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება

გორის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება

9 სექტემბერს, გორის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ საავტომობილო გვირაბებში 

ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე, ხოლო, დროებითი საგზაო რეჟიმის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.

გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ტოდინი" აწარმოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მგზავრებს ბოდიშს უხდის გორის გვირაბების გავლით მოძრაობის დროებით აკრძალვისათვის.