რადოსლავ შიკორსკი: ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს

რადოსლავ შიკორსკი: ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, რადოსლავ შიკორსკიმ განცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ( ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს.

"მე მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ გუშინ ვილნიუსში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თუ პირობები შესრულდება და საქართველო მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მომაზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე", - განაცხადა შიკორსკიმ.

ამავე თემაზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის წარმატება ახალი მთავრობის დამსახურებაა.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ვილნიუსიდან, ესწრებოდა კომისიის სხდომას და მოიტანა ძალიან კარგი ამბავი. როგორც იცით, ჩვენ ვემზადებით, რომ ნოემბერში პარაფირება მოხდეს ხელშეკრულების, არა ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით, შემონათვალია, რომ თუ ვიმუშავებთ მაგრად, სანამ ეს კომისისა დაიშლება, ჩვენ მოვასწრებთ ხელიც მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას, ეს არის დიდი მიღწევა. ეს არის დასკვნა და საბუთი ჩვენი ვიზიტის წარმატების", -განაცხადა პრემიერმა.