ცსკ-ში პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად 54 განცხადება შევიდა

ცსკ-ში პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად 54 განცხადება შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად 54 განცხადება შევიდა. პრეზიდენტობის კანდიდატადად დასარეგისტრირებლად ცსკ-ში განაცხადების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა. ამ დროისთვის ცსკ-ში 54 განცხადებაა შესული, აქედან 4 მათგანი, კერძოდ, მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი მარგველაშვილი და შალვა ნათელაშვილი ცსკ-მ პრეზიდენტობის კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა. 

პრეზიდენტობის დანარჩენმა მსურველებმა კი მხარდამჭერთა სია ცსკ-ს 17 სექტემბრამდე უნდა მიაწოდონ. მათ 26 530 ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდებათ.

პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციას ცსკ 27 სექტემბერს დაასრულებს.