ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა აბსოლუტურად ხელოვნური და შეგნებულად გამწვავებული იყო ადვოკატების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის. გამოკვლევები მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა, ჩატარდა გუშინაც, თუ მისი თანხმობა იქნება უფრო დაწვრილებითი გამოკვლევებისთვის მზად ვართ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუ რაიმე დაავადებაზეა საუბარი, არის ის, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბავშვობიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს ხერხემალი, სხვა განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ორი დღის წინ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გუშინ სამოქალაქო სექტორის ექიმები შევიდნენ. ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ მერაბიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა დაკავების შემდეგ წონაში 17 კგ დაიკლო და იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს. ექიმ გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, მერაბიშვილს წონაში კლებასთან ერთად