პარლამენტის შენობაში გამნაღმველთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს

პარლამენტის შენობაში გამნაღმველთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-სამმართველოს უფროსის სერგო ადეიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობაში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"პირWელის" ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ადეიშვილი აცხადებს, რომ "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 20:40 საათზე შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბომბი იყო და სპეციალური განაღმვითი სამუშაოები ჩაეტარებინათ".

ადეიშვილის თქმით, ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე სამხარეო და საქალაქო პოლიცია, რომლებმაც პარლამენტის შენობაში მისვლის შემდეგ სენაკის გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს.