ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს - კობა ყურუას, ვახტანგ ჩხაპელიას და გელა უბილავას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იტყობინება , ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი სასჯელთან დაკავშირებით ამ წუთებში გახდა ცნობილი.

სამივე ბრალდებულის შესახებ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დღეს დილით რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა სამივე ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სცნეს.

ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 2012 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.