ემზარ გოგუაძე ფინანსური პოლიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას მოითხოვს

ემზარ გოგუაძე ფინანსური პოლიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას მოითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე ფინანსური პოლიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის  შემოწმებას მოითხოვს - ამის შესახებ ჟურნალისტებს გოგუაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც ბორდმა დღევანდელ სხომაზე გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.

"ფინანსური პოლიცია და ფინანსური შემოწმებები აუცილებლად შემოვა, რადგან ამის სურვილი ჩვენც გაგვაჩნია. მე ვესაუბრე ჩვენ ფინანსურ დირექტორს და მან თავისი მზაობა განმიცხადა. თქვენ იცით, რომ გეგმიურად საზოგადოებრივ მაუწყებელს ამოწმებს კონტროლის პალატა, მაგრამ როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, ეს საკმარისი არ არის, ანუ რაღაც არის ისეთი, რომელიც არ ეხება კონტროლის პალატას და ყურადღების მიღმა რჩება. ამისთვის სასურველია შემოვიდეს მუდმივად წელიწადში ერთხელ მაინც საფინანსო სამსახური. ამ საკითხზე ჩვენ შესაბამის მოთხოვნას გავაკეთებთ, რომ შემოვიდეს, შეგვამოწმოს, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი რიგის მიხედვით განვითარდეს", - განაცხადა გოგუაძემ.