გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ დახლოებით ერთ საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. ბარათაშვილის გადაყენებას მხარი დაუჭირა ბორდის 9-ვე წევრმა. 

მხარეებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. საბჭოს სხდომის დაწყებამდე კი, ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ განმარტა.

მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭო ბოლო 3 თვეა, უკვე აქტიურად ცდილობს მენეჯმენტისგან გაიგოს სამომავლო გეგმები, რომლებიც ტელევიზიის ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა ვერ მოხერხდა.