პოლონელი დეპუტატი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით თეა წულუკიანს და არჩილ კბილაშვილს მიმართავს

პოლონელი დეპუტატი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით თეა წულუკიანს და არჩილ კბილაშვილს მიმართავს

პოლონეთის პარლამენტის წევრი მალგორზატა გოსიევსკა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს წერილით მიმართავს. 

როგორც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, წერილში პოლონელი დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ივანე მერაბიშვილის მიმართ აღკვეთის მკაცრი ზომების გამოყენების გამო (გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია და ოჯახთან კომუნიკაციის აკრძალვა), იმის ფონზე, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს არასოდეს უცდია გამოძიებისგან მიმალვა და ყოველთვის დროულად ცხადდებოდა დაკითხვებზე.

გოსიევსკა აღნიშნულ ზომებს რეპრესიების და ფსიქოლოგიური წამების ფორმად აფასებს, რაც დაკავების წმინდა პოლიტიკურ ხასიათზე საუბრის საფუძველს იძლევა. პოლონელი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე გადაიხედება და მკაცრი და დემოკრატიული სტანდარტებისთვის შეუსაბამო ზომები შეიცვლება.