საზ. მაუწყებლის ბორდის წევრი გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზს განმარტავს

საზ. მაუწყებლის ბორდის წევრი გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზს განმარტავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მელაძე, ბორდის მიერ გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზს განმარტავს. 

როგორც გიორგი მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამეთვალყურეო საბჭო ბოლო 3 თვეა უკვე აქტიურად ცდილობს მენეჯმენტისგან გაიგოს ის სამომავლო გეგმები, რომლებიც ტელევიზიის ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა. 

"გაურკვევლობები არის, რაზეც მენეჯმენტისგან პასუხი არ არის, რომ ყველა დიდი პრობლემა გადალახვადია, თუმცა ჩვენ დღემდე არ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა კრიზისული ვითარების დასაძლევად" - განაცხადა გიორგი მელაძემ.

მისივე თქმით, პროგრამულ პრიორიტეტებზე ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია ბორდს არ მიუღია. "წამოვიდა იდეა რაღაც კულტურული არხის შესახებ, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებდა არც ერთ პროგრამულ დამტკიცებულ დოკუმენტში", - განაცხადა გიორგი მელაძემ. 

მისივე თქმით, საუკეთესო შემთხვევაში ბორდი ეცდება, რომ პროცესი დასრულდეს სრული თანხმობით, თუმცა მელაძეს არ დაუკონკრეტებია პირადად იგი რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით.