საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას მართავს. ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას აპროტესტებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარე ლექსო კობაიძემ განაცხადა, წინასაარჩევნოდ ანალოგიური ქმედებები საბოტაჟის მცდელობაა.

მისივე თქმით, ბორდს საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ მაუწყებელი ძველ სარედაქციო პოლიტიკას დაუბრუნდეს. ახალგაზრდები საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამეთვალყურეო საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებით, პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.