ალასანია ევრაზიულ კავშირს უარყოფს

ალასანია ევრაზიულ კავშირს უარყოფს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ევრაზიული კავშირის საკითხის განხილვა მთავრობაში არ ყოფილა" - ამის შესახებ ალასანიამ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ამ საკითხის განხილვაც კი არ ყოფილა მთავრობაში, ხელისუფლებაში. ეს დღის წესრიგში არც დგას და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე ვთვლი, რომ ჩვენი ძალიან ნათლად გამოხატული პრიორიტეტი არის პერსპექტივა ევროპაში, ევროპულ საზოგადოებაში ჩვენი გაწევრიანება და ეს ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად დარჩება", - განაცხადა ალასანიამ.