ორი დღის წინ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Blur” პრესტიჟული “Brit Awards”-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ეს აღიარება ჯგუფმა თანამედროვე მუსიკაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაიმსახურა.
დეიმონ ალბარნისა და მისი კოლეგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომავალი წლის თებერვალში, ქალაქ ლონდონში გაიმართება.
წინა წლებში “Brit Awards”-ის ლაუერატები სერ პოლ მაკარტნი, რობი უილიამსი, “U2”, “The Who”, “Fleetwood Mac” და “Oasis” გახდნენ.
ჯგუფი “Blur” 1989 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შევიდნენ ვოკალისტი დეიმონ ალბარნი, გიტარისტი გრემ კოკსონი, ბას-გიტარისტი ალექს ჯეიმსი და მედოლე დეივ რაუნტრი.
სადებიუტო ალბომი “Leisure” მუსიკოსებმა 1991 წელს გამოუშვეს. დისკმა ალბომების ბრიტანულ ჩართებში საპატიო მეშვიდე ადგილი დაიკავა.
2003 წელს ჯგუფის წევრები ხანგრძლივ შემოქმედებით შვებულებაში გავიდნენ. ამისი მიზეზი გრემ კოკსონის მიერ “Blur”-ის დატოვება აღმოჩნდა.
დეიმონ ალბარნმა ჯგუფი 2009 წელს კვლავ აღადგინა და მუსიკოსებმა საკონცერტო კარიერა გააგრძელეს.
ბას-გიტარისტი ალექს ჯეიმსის მტკიცებით, 2012 წელს “Blur” ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს შეუდგება.