ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღეს

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელიც ნაფიცი მსაჯულების პირობებში განიხილეს, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს, შესაბამისად, მათ დამატებით 6 საათის სათათბირო დრო განესაზღვრათ.

ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ სამ პირთან მიმართებაში 8 სხვადასხვა ბრალდებაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
როგორც ადუაშვილის ახლობლები ვარაუდობენ, არ არის გამორიცხული, რომ ნაფიცი მსაჯულები 8 ბრალდების განხილვისას სამსაათიან სათათბირო ვადაში ვერ ჩაეტივნენ და ამის გამო მათ დამატებით ექვსსაათიანი დრო განესაზღვრათ.

კანონით დადგენილია, რომ თუკი ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს პირველად დროში, 3-საათიან ვადაში ერთხმად ვერ გამოიტანენ, მათ ემატებთ 6-საათიანი დრო, რის შემდეგაც სათათბირო დრო კიდევ განსაზღვრულია 3 საათის განმავლობაში.

ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს უნდა გადაწყვიტონ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების კობა ყურუას, ვახტანგ ჩხაპელიასა და გელა უბილავას სასჯელის ზომა.