თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების საკითხზე სპეციალური ქვედანაყოფი იზრუნებს

თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების საკითხზე სპეციალური ქვედანაყოფი იზრუნებს

თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების საკითხზე სპეციალური ქვედანაყოფი იზრუნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების საკითხი სამინისტროში პრიორიტეტულია.

"კიბერსაფრთხეები არ არის ნაკლები ხარისხის საფრთხე, ვიდრე რეალური შეიარაღებული ძალების თავდასხმა, იმიტომ, რომ იგივე და შეიძლება მეტის გაფუჭება შეძლონ კიბერთავდასხმებით ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა. ეს საკითხი მე პრიორიტეტის რანგში ავიყვანე. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ესტონეთში კიბერუსაფრთხოების ცენტრთან–ნატოს ცენტრთან. თავდაცვის უწყებაში შევქმნით სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავდაცვით სფეროში კიბერუსაფრთხოების დაცვაზე.

ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერა იგეგმება ჩვენი ნატოელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან, რათა ეს შესაძლებლობები შეიქმნას. ვისურვებდი, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს კიბერუსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, როგორც თავდაცვის უწყებაში, ასევე სხვა უწყებებში", - აღნიშნა ალასანიამ.