საქართველო-ხორვატია - 76:77

საქართველო-ხორვატია - 76:77

საქართველოს საკალათბურთო ნაკლები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან ანგარიშით 76:77 დამარცხდა. ანგარიშში ხორვატები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიში პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის სამქულიანით გაათანაბრეს. თუმცა, ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მესამე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 52:50 მოიგო, თუმცა, შეხვედრის დაძაბულ, მეოთხე პერიოდში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 76:77 დამარცხდა.