მთავარი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მოსაზრებებს არ იზიარებს

მთავარი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მოსაზრებებს არ იზიარებს

საქართველოს მთავრი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების პროგრამის დროს სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიებას დასავლეთ საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა, ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარე სისხლი სამართლის საქმეების განხილვა ცალ-ცალკე ხდება, ნაწილი თბილისში ნაწილი ქუთასიში.

"ჩვენ ამ თემაზე, რომელიც მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას შეეხება, არაერთხელ განგვიმარტავს, რომ გამოძიება დასაქმების პროგრამის დროს სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურა აწარმოებს და როცა გამოძიება დასრულდა, ბუნებრივია, მანვე მისცა პასუხისგებაში ეს ადამიანი და რადგან ეს ქუთაისში ხდებოდა, შესაბამისად, ბრალდება წარდგენილ იქნა იქ და აღკვეთის ღონისძიება განსაზღვრულ იქნა ქუთაისში, ამიტომ მერაბიშვილის ადვოკატების მოსაზრებებს არ ვიზიარებ. მათ შეუძლიათ, გაეცნენ საქმის მასალებს", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ გამოუტანა, კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ის არ იცნობს იმ მოსამართლეს, რომელმაც აღნიშნული საქმე განიხილა.


დავით ჯალაღონია