ირაკლი ღარიბაშვილი შემოწმებებით გამოწვეული უხერხული სიტუაციების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ირაკლი ღარიბაშვილი შემოწმებებით გამოწვეული უხერხული სიტუაციების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუჩაში მოქალაქეების შემოწმებებით გამოწვეული უხერხული სიტუაციების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ იყო კლასიკური გაგებით რეიდი.

"ეს იყო გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები, მე ორჯერ გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას შექმნილი უხერხული სიტუაციის გამო ბოდიში მოვუხადო. ეს პრევენციული ღონისძიებები იყო, რომელიც ისეთი მძიმე დანაშულის გამოვლენასა და აღკვეთას ემსახურებოდა, როგორცაა დიდი რაოდენობით ცივი და ცეცხლსასრილი იარაღის, ნარკოტიკური საშუალებების ამოღება. ის ცინიზმი, კი რაც ოპონენტებისგან გვესმის, რომ თითქოს ეს რეიდი იყო, უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.