"მოდულში" ფარული ჩანაწერების განადგურება იწყება

მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერების განადგურების პროცესი იწყება. კომისიის მუშაობის შესახებ ამ წუთებში განხაცდებას აკეთებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პროცესს ესწრებიან უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

როგორც კომისიის წევრები განმარტავენ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა.

შსს-ს ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების ამსახველი დისკები გამანადგურებელი აპარატის - "შრედერის" საშუალებით ნადგურდება.