სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს    14:54 05-09-2013    გამორცხული არა არის, რომ ბიზნესმენ ავ

სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს 14:54 05-09-2013 გამორცხული არა არის, რომ ბიზნესმენ ავ

გამორცხული არა არის, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი დაიკითხოს , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადუაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შესვენებისას პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა.
პროკურორმა აღნიშნული განცხადებით უპასუხა პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარმოთქმისას დაცვის მხარის შეკითხვას, თუკი მოწმეები პირველად შემკვეთად სოსო პავლიაშვილს ასახელებენ, რატომ არ ზის ის საბრალდებო სკამზე.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ამისთვის პროკურატურას ჯერჯერობით არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რათა პავლიაშვილს ბრალი წაუყენოს, თუმცა მისი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და იმ საქმეში არ არის გამორიცხული მისი დაკითხვა.

"სოსო პავლიაშვილი არ არის ბრალდებული და ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არის გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ რომ რეალურად მას დანაშაულთან კავშირი აქვს, ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ მტკიცებულებები, რომელიც საჭიროა ბრალის წარსადგენად. რაც შეეხება პავლიაშვილს, ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე და პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება იმ საქმის ინტენსიური გამოძიების გაგრძელება, რომლის დროსაც არ არის გამორიცხული, რომ პავლიაშვილი დაიკითხოს", - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, პროკურატურა უახლოეს პერიოდში პავლიაშვილთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
"ადუაშვილის საქმეზე მოწმეებმა მიუთითეს პავლიაშვილზე, რომელიც მათი მხრიდან დასახელდა როგორც პირველად დამკვეთად, შესაბამისად, ამ საქმის დასრულების შემდეგ გაგრძელდება ინტენსიური გამოძიება ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც, არ არის გამორიცხული, პავლიაშვილის დანაშაული გამოიკვეთოს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის განხილვა დღეს უნდა დასრულდეს. პროცესი ნაფიცი მსაჯულების პირობებში იხილება და ვერდიქტი, დიდი ალბათობით, დღესვე გახდება ცნობილი.