ბიძინა ივანიშვილი:  მინდოდა აშშ-ში წელში გამართული ჩავსულიყავი

ბიძინა ივანიშვილი: მინდოდა აშშ-ში წელში გამართული ჩავსულიყავი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს არ გეგმავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მან აშშ-ში მისი ვიზიტის გადადების მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მთავარ პარტნიორ ქვეყანაში ჩასვლა წელგამართულს სურდა.

"შიგნით იყო უამრავი პრობლემა და ამიტომ შევიკავე თავი აშშ-ში ვიზიტზე. მინდოდა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან წელში გამართული ჩავსულიყავი. ძალიან რთული იყო კოჰაბიტაციის პროცესი, დღეს სიტუაცია გადატეხილია, ამერიკელებმა იციან ჩვენი ხელწერა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები იმაშიც დაარწმუნა, რომ მთავარი არა პოლიტიკიდან მისი წასვლა, არამედ ისაა, რომ დასავლური კურსი უცვლელი დარჩეს.