ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს

ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ სირიაში ცალმხრივი ოპერაციებისგან. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

პუტინის თქმით, გაერო-ს თანხმობის გარეშე, სირიაში ნებისმიერი სამხედრო იერიში აგრესია იქნება.

"თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სირიის არმიის მიერ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება, მაშინ ეს სამხილები გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა წარმოადგინოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი", - განაცხდა ვლადიმერ პუტინმა "ასოშიეთედ პრესისა" და რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დამაჯერებელი სამხილების გამოქვეყნების შემთხვევაში, რუსეთს სათანადო რეაქცია ექნება.

"ახლა იმაზე საუბარი, თუ როგორ მოვიქცევით, ნაადრევია. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ", - განაცხადა პუტინმა.