ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები გადმოიტანოს ჩვეზე, ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლზე არ მოახდენს.

"მე, პირადად, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც არ მევალება, რაც არ შედის ჩემს უფლებებში, არ ვისარგებლო და არ გამოვიყენო. ძალიან ფრთხილად ვეკიდები სასამართლოს, ვცდილობთ, რომ ბოლომდე ჩაიხსნას ძველი ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე. ვერავინ გაბედავს ახალი ხელისუფლებიდან აზრად მოუვიდეს, რომ გავლენა მოახდინოს სასამართლოზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავლისთვის მაქსიმალურად სამართლიანი იქნება. ასევეა ცესკოც, ასევეა სააარჩვენო კანონმდებლობა. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, არა ერთჯერადი საუბარი მქონდა უსუფაშვილთან და სხვა პოლიტიკოსებთანაც. ვერ ნახეს მათ სწრაფი გამოსავალი, რომ სწრაფად რაღაც შეიცვალოს და სწრაფად რაღაც გაკეთდეს. როგორიც გვაქვს სტრუქტურები იძულებული ვართ, ისეთებს ვცეთ პატივი. ჩვენ რომ დავიწყოთ ზეწოლა ცესკო-ზე ან სასამართლზე, მივიღებთ ახალ უბედურებას. შესაძლებელია და დასაშვებია, რომ იყო გამოსავალი და რომელიმე სტრუქტურამ ვერ ან არ მოახერხა. თუ რამე კანონდარღვევა იყო მე პირადად ავიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ივანიშვილი მისი მოქალაქეობის აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას უნდა მოქალაქეობის დაბრუნება კანონის ფარგლებში განხორციელდეს.

"მოქალაქეობის საკითხს რაც შეეხება, ვიცი, რომ პარლამენტში ერთ-ერთ ცვლილებად განიხილება, ეს ჩემთვისაც იქნება შეღავათი. სასამართლოში ორივე ინსტანციაში ჩემი განცხადება არის განხილვის პროცესში და შეიძლება სასამართლოთივე მოხდეს ჩემი მოქალაქეობის დაბრუნება. რა თქმა უნდა, მინდა რომ ეს მოხდეს მაქსიმალურად კანონიერად და ის დარღვევები, რაც იყო წინა ხელისფლების მხრიდან, ყველამ დაინახოს",- განაცხადა ივანიშვილმა.